გამოაქვეყნებს თუ არა პუტინი ქონებრივ დეკლარაციას: პესკოვის კომენტარი

Sputnik
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ჯერჯერობით არ შემიძლია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტების შეკითხვაზე, გამოაქვეყნებს თუ არა ვლადიმირ პუტინი 2022 წლის ქონებრივ დეკლარაციას.

„ჯერჯერობით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შემიძლია. ინფორმაციას [დეკლარაციის გამოქვეყნების] ვადების მოახლოების კვალდაკვალ მოგაწვდით“, — უთხრა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ვლადიმირ პუტინის ქონებრივი დეკლარაცია 2009 წლიდან ქვეყნდება. 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის პრეზიდენტის ქონებას შეადგენდა: ორი ბინა — ერთი 153,7 კვადრატული მეტრი, მეორე — 77 კვ.მ. ასევე ავტოფარეხი — 18 კვ.მ ფართობით.
გარდა ამისა, მის მფლობელობაშია ორი ავტომობილი – ГАЗ М21 და „ნივა“ და ასევე ერთი მისაბმელი.
სხვა ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტის ქონების შესახებ, როგორებიცაა საბანკო ანგარიშები, ანაბრები თუ ფასიანი ქაღალდები, ოფიციალურ საიტზე არ ფიქსირდება.