მსოფლიო დღეს

ირანი მკაცრი რეაქციებით იმუქრება: პოდოლიაკის ტვიტმა თეირანის აღშფოთება გამოიწვია

Sputnik
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. ირანმა შესაძლოა შეცვალოს თავისი პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მიხაილო პოდოლიაკის განცხადების გამო – რომ ირანის სამხედრო ობიექტებზე დრონების თავდასხმაში შესაძლოა კიევის ფაქტორიც ასრულებდეს როლს, იუწყება Nour News ანონიმ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
როგორც მანამდე დაწერა Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა, ომის დაუნდობელი ლოგიკა მის ავტორებს მკაცრად სთხოვს პასუხს, და რომ უკრაინა აფრთხილებდა თეირანს იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყოლოდა რუსეთისთვის ირანული დრონებისა და რაკეტების გადაცემას.

„თუ უკრაინის ხელისუფლება პრეზიდენტის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკის მტრულ გამონათქვამებს არ შეასწორებს, ამან შესაძლოა ირანის მხრიდან სხვადასხვაგვარი რეაქციები გამოიწვიოს“, — განაცხადა წყარომ.

ამასთან, როგორც Amwaj.media წერს ასევე მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით, ირანს ჯერჯერობით ოფიციალურად არავინ დაუდანაშაულებია მომხდარში, თუმცა „პოტენციურ დამნაშავეებს შორის ასევე ფიგურირებს უკრაინაც“.
პორტალის ცნობით, ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ უკვე გააფრთხილა უკრაინის მთავრობა „მძიმე შედეგების შესახებ, თუ უკრაინის მთავრობა არ დისტანცირდება ირანში მომხდარი თავდასხმებისგან“.
ირანში არ გამორიცხავენ, რომ დრონების შეტევაში შესაძლოა აზერბაიჯანის ხელიც ერიოს, რომლის საელჩო რამდენიმე დღის წინ მომხდარი თავდასხმის გამო ამ დროისათვის დაკეტილია.
მომხდარში კიდევ ერთ პოტენციურ დამნაშავედ განიხილება ასევე ისრაელი.