კვარაცხელია საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარეს

სპორტული ჟურნალისტების აზრით, კვარაცხელიამ 2022 წელს საქართველოს ნაკრებში დიდი როლი შეასრულა.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის" ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 2022 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელდა. გამოკითხვა საქართველოს სპორტული ჟურნალისტების ასოციაციამ ჩაატარა.
გამოკითხვის შედეგები დაჯილდოების ცერემონიაზე გამოაცხადეს, რომელიც Axis Tower-ის შენობაში გაიმართა. წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს ძალოსანი, ოლიმპიური და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე.
საუკეთესო ნაკრებად სპორტულმა ჟურნალისტებმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრები დაასახელეს. საფეხბურთო ნაკრებმა ერთი ქულით გაუსწრო რაგბის ნაკრებს, რომელმაც თავის ისტორიაში პირველად მოუგო Tier 1-ის გუნდებს – ჯერ იტალიას, შემდეგ უელსს და დაამტკიცა, რომ ელიტაში თამაშის ღირსია.
რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, ჟურნალისტების აზრით, მან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ნაკრებში 2022 წელს და დაეხმარა გუნდს ერთა ლიგის B დივიზიონში გადასვლაში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს