გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

გზაზე შეზღუდვა თოვლის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
შეზღუდვა ტრანსპორტის მოძრაობაზე გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაწესდა ინტენსიური თოვის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია, აღნიშნეს უწყებაში.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს