თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. თბილისში, საბურთალოს რაიონში, ისაკაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შეზღუდვა 28 თებერვლის ჩათვლით იმოქმედებს მგალობლიშვილისა და ისაკაძის ქუჩების კვეთიდან გაგარინისა და ისაკაძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
დროის აღნიშნულ პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მგალობლიშვილის ქუჩის, ჟვანიას მოედნის, პეკინის გამზირისა და გაგარინის ქუჩის გამოყენებით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ქვეითთა და საავტომობილო (გადაუდებელი დახმარების, სპეცავტომობილებისა და სხვ.) გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მოძრაობას დაარეგულირებენ.
წყარო - თბილისის მერია