რა ვითარებაა საქართველოს გზებზე: ბოლო ცნობები

რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთზე პრობლემები შექმნა.
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი–საჩხერე–ჭიათურა–ზესტაფონის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მანამდე აღნიშნული საავტომობილო გზის 1-40 კმ მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
უწყების ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე აღდგა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62 კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე.