თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. ირანული სატვირთო მანქანების კოლონაზე შეტევა 29 იანვარს ამოუცნობი თვითმფრინავებიდან განხორციელდა, რომლებიც სირიის ცაში იმყოფებოდნენ, იუწყება Al-Hadath.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანიდან მიმავალმა 25 სატვირთოსგან შემდგარმა კოლონამ ერაყი-სირიის არაოფიციალური საზღვარი გადაკვეთა, რომელსაც ერაყული „ჰესბოლა“ აკონტროლებს. თვითმფრინავებმა კოლონა უკვე სირიის მხარეს გაანადგურეს.
როგორც გამოცემის წყაროები აცხადებენ, თვითმფრინავებმა დაბომბვის დაწყებამდე გამაფრთხილებელი რაკეტები გაუშვეს, რათა სატვირთოს მძღოლებისთვის მანქანებიდან გადმოსვლის საშუალება მიეცათ.
არსებული ცნობით, განადგურებულია ექვსი სატვირთო, რომლებსაც, სავარაუდოდ, ირანული იარაღი შეჰქონდათ სირიაში თეირანის მიმართ ლოიალურად განწყობილი დაჯგუფებებისთვის. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ კვირაში ქალაქ მაიადინში უკვე ჩავიდა ორი ანალოგიური კოლონა.
ავტოკოლონაზე შეტევამდე, 29-30 იანვრის ღამით თეირანში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინაში აფეთქება მოხდა. გარდა ამისა, ირანის სტრატეგიულ ობიეტებს დრონებითაც შეუტიეს. ისპაჰანში შეტევა განხორციელდა საბრძოლო მასალების მწარმოებელ ქარხანაზე, ხოლო აზერშეჰრში — ქიმიურ ქარხანაზე. მასმედია ამ შეტევებში ისრაელის სპეცსამსახურებს სდებს ბრალს.
წყარო: Al-Hadath