ბათუმი-ახალციხის გზაზე შეზღუდვები წესდება

ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ადგილობრივი მნიშვნელობის შემოვლითი გზებით.
Sputnik
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)–ახალციხის საავტომობილო გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვის დაწესება დაკავშირებულია აღნიშნული საავტომობილო გზის 59-68 კმ მონაკვეთზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებთან.
უწყების ცნობით, სამუშაოების განხორციელების პროცესში ბათუმი–ახალციხის გზის ცალკეული მონაკვეთები 30 იანვრიდან ორი კვირის განმავლობაში ყოველდღე, 14:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე პერიოდში ჩაიკეტება.
გზის მონაკვეთის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ადგილობრივი მნიშვნელობის შემოვლითი გზებით.