აფეთქება და ხანძარი: ირანის სამხედრო ობიექტს დრონებმა შეუტიეს - ვიდეო

ირანის ცენტრალურ ქალაქ ისპაჰანში მდებარე სამხედრო ქარხანაში ძლიერი აფეთქება გაისმა.
Sputnik
სამხედრო ქარხანაში დიდი აფეთქება უპილოტო საფრენი აპარატის „წარუმატებელი“ შეტევის შედეგად მოხდა.
„ერთ-ერთი მათგანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, ხოლო ორი თავდაცვის ხაფანგს მოხვდა და აფეთქდა. საბედნიეროდ, ამ წარუმატებელ შეტევის მცდელობას მსხვერპლი არ მოჰყოლია, შენობის სახურავს კი უმნიშვნელო ზიანი მიადგა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.