თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. ბიძგები ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ ხოიში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,2 მაგნიტუდა იყო, კერა 10 კმ სიღრმეზე იყო.
მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 816 ადამიანს მიაღწია, ბოლო მონაცემებით, სამი ადამიანი დაიღუპა, იუწყება სააგენტო ISNA.
აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის დაფიქსირდა 25 განმეორებითი ბიძგი.
„წითელმა ნახევარმთვარემ“ გამოთქვა მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში ტექნიკა და მუშახელი გაგზავნოს.
ბიძგები იგრძნობოდა აზერბაიჯანსა და სომხეთში.