თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. სამტრედიაში საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან 45 წლამდე მამაკაცი გადავარდა და ადგილზევე გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მამაკაცი ადგილობრივი მაცხოვრები იყო.
მამაკაცი დაიქირავა ერთ-ერთმა კომპანიამ, რომელიც სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას ახორციელებდა.
ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან სამართალდამცველები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 240-ე მუხლით („სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“).