ავტობანზე მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებას მსხვერპლი მოყვა

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ. პოლიცია ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს ადგენს.
Sputnik
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანია დაღუპული, იუწყება „მთავარი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, ქარელი-რუისის მონაკვეთზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ წუთებშიც მუშაობენ. პოლიცია ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს ადგენს.