მძღოლების საყურადღებოდ! თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

შეზღუდვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი შემოვლით საავტომობილო გზაზე გადაერთვება.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. აღმოსავლეთი-დასავლეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, სოფელ ვერტყვიჭალასთან ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 159-162 კმ მონაკვეთზე კომპანია „ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს, რის გამოც 28 იანვრის 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გზის აღნიშნული მონაკვეთი ჩაიკეტება.
დროის ამ პერიოდში სოფელ ვერტყვიჭალასთან არსებული სატრანსპორტო კვანძიდან ტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შემოვლით საავტომობილო გზაზე.