მსოფლიო დღეს

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა: არიან დაღუპულები - ვიდეო

Sputnik
თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“ რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

„თავდამსხმელი დაცვის პოსტზე შეიჭრა და „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან გასროლით მოკლა დაცვის სამსახურის უფროსი“, — აცხადებენ უწყებაში.

გარდა ამისა, დაშავებულია დაცვის კიდევ ორი ​​თანამშრომელი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
თავდასხმა თბილისის დროით დილის 08:30 საათზე მოხდა.
ამ წუთებში მიმდინარეობს გამოძიება.