თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. საქართველო გახდება პირველი ქვეყანა, რომელიც გადავა ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობის (EIDSS) ახალ 7.0 ვერსიაზე, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახური.
პროექტის მთავარი მიზანია ინფექციური დაავადებების, მათ შორის ზოონოზური (დაავადებები, რომელიც ადამიანს ცხოველისგან გადაეცემა - რედ.) დაავადებების დროული იდენტიფიცირება.
უწყების ცნობით, ინფორმაცია დროულად გადაცემა კომპეტენტურ ორგანოებს: სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს.
სისტემის ტექნიკური დეტალები განიხილეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) და ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის (BTRP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (EIDSS) საქართველოში ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის (BTRP) ფარგლებში დაინერგა.