მოყირჭებული ეროტიკა, ანუ ახლა მოდაში საპიოსექსუალები არიან

საპიოსექსუალობა, როგორც მეცნიერული ტერმინი, ჯერჯერობით ოფიციალურად აღიარებული არ არის და მას არ იყენებენ სექსუალური სფეროს სპეციალისტები.
Sputnik
საპიოსექსუალი არის ადამიანი, ვისაც ჭკვიანი, გონიერი ადამიანი აღაგზნებს. საკვანძო სიტყვაა — ინტელექტი.
ასეთ ადამიანებს საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელში, პირველ რიგში, ჭკუა-გონება იზიდავს.
როგორც წესი, საპიოსექსუალები გარეგნული სილამაზით არ გამოირჩევიან, მაგრამ დიდ დროს უთმობენ შინაგან განვითარებას.
ასეთი პერსონაჟები გვხვდება საკმაოდ პოპულარულ სერიალებში: „შერლოკი“ (Sherlock), „დიდი აფეთქების თეორია“ (The Big Bang Theory, შელდონ კუპერი), „დოქტორი ვინ“ (Doctor Who).
მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...
ამ გმირებს უამრავი ნაკლოვანება აქვთ, მაგრამ ფლობენ ჯადოსნურ ჯოხს, რომლითაც მაყურებლის აღფრთოვანებულ მზერას იმსახურებენ. საუბარია ინტელექტზე, რომელიც მათ ქარიზმას მატებს.
თავისთავად გონებით საყოველთაო გატაცება სამრეწველო აღმასვლის დროს აღმოცენდა, როდესაც მილიონების კუმირები მეცნიერები და გამომგონებლები ხდებოდნენ.
ახლა, როდესაც ტექნოლოგიები სინათლის სისწრაფით ვითარდება, ეს გატაცება თავისებურ „რენესანსს“ განიცდის.
საპიოსექსუალების ასეთი სწრაფი გავრცელების მეორე მიზეზი სხეულის ენის მეორე პლანზე გადაწევაა. კომპიუტერული ტექნოლოგიების ეპოქაში ხომ აზრის გამოსახატად ტექსტი და წერილობითი საშუალებები დომინირებს, ამისთვის კი ასევე ინტელექტია საჭირო.
წარმატებული, დამოუკიდებელი ქალი თუ ფუნქციური აგრეგატი–ფერია
მესამე მიზეზად შეიძლება „მოყირჭებული“ ეროტიკა დასახელდეს.
მალე ცხადი გახდება, რომ უახლოეს მომავალში გარდაუვალია საკუთარი შეხედულებების მქონე, დამოუკიდებელი, განათლებული და ნაკითხი ადამიანის კულტი.
სხვათა შორის, სიტყვა „საპიოსექსუალი“ ორი ლათინურ სიტყვის შერწყმისგან წარმოდგება: sapio — ჭკუა, გონება და sexus — სქესი.
ახალი ტერმინის პოპულარიზებაში „დამნაშავე“ მსახიობი მარიანა ფეიტფულია, რომლის შორეული ნათესავიც ცნობილი მწერალი ზახერ-მაზოხი იყო – ლეოპოლდ ფონ ზახერ-მაზოხი — Leopold Ritter von Sacher-Masoch — მე-19 საუკუნის ავსტრიელი მწერალი, მისი გვარიდან მომდინარეობს „მაზოხიზმი“.