ავლაბარში ავტოსერვისის ტერიტორიაზე ხანძარია

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები.
Sputnik
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ავლაბარში, ავტოსერვისის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ღია სივრცეში განთავსებულ მეორად საბურავებს გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.