თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) 27 იანვარს საბურთალოს რაიონში, გ.ისაკაძის ქუჩაზე ქსელზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს, რის გამოც საბურთალოს რაიონის 20-მდე ქუჩის მოსახლეობას წყალმომარაგება 24 საათის განმავლობაში შეეზღუდება, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
GWP-ს ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 27 იანვრის 10:00 საათიდან 28 იანვრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ნაწილს. კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
27 იანვარს უწყლოდ რამდენიმე საათის განმავლობაში კიდევ ორი ქუჩის მოსახლეობის ნაწილი დარჩება, რადგან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საბურთალოს რაიონში, ს. ცინცაძის ქ. N36-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12:00 საათიდან 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ს. ცინცაძის N36, 38, 40, 42, 44 ,46, 48, ბახტრიონის N35, 37-ის მცხოვრებლებს“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.