ქართველი ძიუდოისტები პარიზის ტურნირზე უძლიერესი შემადგენლობით მიდიან

პარიზში მიემგზავრებიან ოლიმპიური ჩემპიონები, ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. პარიზის დიდი სლემის ტურნირზე, რომელიც 4–5 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ძიუდოს ნაკრები 12 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი, იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
პარიზში მიემგზავრებიან ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა შავდათუაშვილი და ლაშა ბექაური, ასევე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
ვაჟები:
-60კგ – თემურ ნოზაძე
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი
-73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ – ტატო გრიგალაშვილი
-90კგ – ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი, გიორგი ბერიაშვილი
+100კგ – საბა ინანეიშვილი
ქალები:
-57კგ – მარიამ ციხელაშვილი
-70კგ – ელისო სისაური.
პარიზის ტურნირამდე საქართველოს ძიუდოს ნაკრები 27–29 იანვარს პორტუგალიის გრან–პრის ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს