საქართველოს ღირსშესანიშნაობები: ნიჩბისის ციხე-დარბაზი - ფოტო

ნიჩბისი თბილისის მახლობლად მდებარე პატარა სოფელია, რომელიც სამი ნაწილისგან შედგება: ქვემო ნიჩბისი, ზემო ნიჩბისი და ახალი ნიჩბისი.
Sputnik
სოფლის მიდამოებში უამრავი ეკლესია და ერთი ძალიან ლამაზი, თუმცა ტურისტებში ნაკლებად პოპულარული ციხეა. ციხე-დარბაზი, რომელიც XVII საუკუნეშია აგებული, თავად ციციშვილებს ეკუთვნოდა.
1 / 24

თბილისიდან ნიჩბისამდე დაახლოებით 1 საათის გზაა

2 / 24

თუ ფეხით წახვალთ, ქვემო ნიჩბისის გადასახვევიდან ადგილობრივების უმეტესობა გაგიყოლებთ სოფლამდე

3 / 24

ციხემდე მისასვლელად სოფლის ვიწრო გზა უნდა გაიაროთ

4 / 24

ადგილზე ასეთ უცნაურობასაც შეხვდებით. პირდაპირ ციხის კედელთან საცხოვრებელი სახლი დგას

5 / 24

ციხე-დარბაზი შემოსაზღვრულია, ჭიშკარი კი დახურული

6 / 24

ეზოს შიგნით აღმართულია კოშკი, რომელიც ყველა კედლიდან თანაბრად არის დაშორებული

7 / 24

კოშკის ერთ-ერთ სართულზე ბუხარია

8 / 24

სახურავზე ადის ქვის კიბეები, საიდანაც ციხის მთელი ტერიტორია ჩანს

9 / 24

აქ იყო ეკლესიაც და საცხოვრებელი ნაგებობებიც, თუმცა ისინი უკვე დანგრეულია

10 / 24

კარგად არის შემონახული მრგვალგუმბათიანი აბანო. აბანოში საკმაოდ რთული წყალმომარაგების და გათბობის სისტემებია. წყალი აბანოს კერამიკის მილებით მიეწოდებოდა

11 / 24

კომპლექსში ასევე შედიოდა ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის აფთიაქი, რომელიც საქართველოში ცნობილი ექიმი იყო

12 / 24

აფთიაქი სწორედ ამ თაროებით სარგებლობდა

13 / 24

ციხის ტერიტორიისა და სოფლის დასანახად შესაძლებელია კედელზე ასვლა

14 / 24

თუმცა ის ძალიან მაღალია და იქიდან გადმოვარდნას ცუდი შედეგები შეიძლება მოჰყვეს

15 / 24

კედლიდან მოჩანს უცნაური შენობა, რომელიც ეკლესიას მოგაგონებთ, თუმცა ეს საცხოვრებელი სახლია პატარა გუმბათით

16 / 24

ციხის მახლობლად მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომელიც XVI-XVII საუკუნეებით თარიღდება

17 / 24

ეკლესიას არ აქვს გუმბათი

18 / 24

ლეგენდის თანახმად, ეკლესიის არქიტექტორმა ვერ მოახერხა გუმბათის დასრულება, რადგან ის ბოროტი ჭორების გამო დაისაჯა და გარდაიცვალა

19 / 24

იქვე ბორცვზე განთავსებულია ერთ-ერთი უძველესი ეკლესია, რომელიც IV-V საუკუნეებში აიგო

20 / 24

შიგნით, ფანჯრის ჭრილში შემორჩენილია ხელნაწერი ფრაგმენტი

21 / 24

გზაში რამდენიმე სხვა ეკლესიასაც იხილავთ, რომლებიც ძირითადად მაღლობებზეა აგებული

22 / 24

ტურისტები აქ არცთუ ხშირად მოდიან, ამიტომ ადგილობრივები ყველა სტუმარს განსაკუთრებული სითბოთი ეგებებიან

23 / 24

ისინი სიამოვნებით დაგათვალიერებენ ნიჩბისს და გიამბობენ საინტერესო ამბებს სოფლის შესახებ

24 / 24

აქაურობის დათვალიერება მართლაც დიდი სიამოვნებაა