ცნობილი ფრანგი პიანისტი თბილისში კონცერტს გამართავს

მუსიკოსი გინესის რეკორდების წიგნშია შეყვანილი, როგორც „მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პიანისტი“.
Sputnik
თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ფრანგი პიანისტი რიჩარდ კლაიდერმანი 3 მარტს კონცერტს გამართავს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია).
კლაიდერმანს ჩაწერილი აქვს 1,2 ათასზე მეტი კომპოზიცია, გაიყიდა მისი 80 მილიონზე მეტი ფირფიტა, აქვს 270 ოქროსა და 70 პლატინის ფირფიტა.

„მან შექმნა ახალი რომანტიკული სტილი კლასიკური და პოპ-მუსიკის შერწყმით, მასვე ეკუთვნის ფორტეპიანოზე შესრულების ახალი სტანდარტი, რომელიც შეიძლება შესრულდეს როგორც ფორტეპიანოს მოყვარულთა, ასევე დამწყებთა მიერ“, – აღნიშნავენ კონცერტის ორგანიზატორები.

მუსიკოსი შეყვანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც „მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პიანისტი“.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს