თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. იმ ქვეყნების ჯგუფს, რომლებიც უკრაინაში უკანონო შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ სპეციალური ტრიბუნალის შექმნას მოითხოვენ, ავსტრალია შეუერთდა, წერს ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრი პენი ვონგი საკუთარ Twitter-აკაუნტზე.
„ავსტრალია შეუერთდა პარტნიორების ძირითად ჯგუფს, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, რათა რუსეთის ხელისუფლების პასუხისებაში მიცემა უკრაინაში უკანონო შეჭრის გამო გარანტირებული იყოს“, — ნათქვამია მინისტრის ტვიტში.
ვონგის თქმით, ეს ნაბიჯი იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც ავსტრალია უკვე უწევს უკრაინას ჰააგის სისხლის სამართლის და გაეროს საერთაშორისო სასამართლოებში.
გასულ ხუთშაბათს ევროპარლამენტმა საფრანგეთში გამართულ პლენარულ სესიაზე იურიდიულად არასავალდებულო რეზოლუცია დაამტკიცა, რომელიც უკრაინის საკითხებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას და რუსეთის სახელმწიფო აქტივების უკრაინისთვის რეპარაციის გზით გამოყენებას ითვალისწინებს. მანამდე ევროკომისიამ გაეროს ეგიდით უკრაინის საკითხებზე სპეციალური საერთაშორისო სასამართლოს შექმნა მოითხოვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ ამით ევროკავშირი უკრაინაში თავისი სამხედრო დანაშაულების დაფარვას ცდილობს.