თელავთან ტყეში ხანძარია

ცეცხლი, სავარაუდოდ, ტყის ქვედა ფენას, ხმელ ფოთოლს და ბალახს უკიდია.
Sputnik
თბილისი, 25 იანვარი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანიდან 16 კილომეტრში ხანძარია, იუწყება „პირველი არხი“.
ცეცხლი, სავარაუდოდ, ტყის ქვედა ფენას, ხმელ ფოთოლს და ბალახს უკიდია.
თელავის მერის წარმომადგენლის, სიმონ მაისურაძის თქმით, ხანძრის კერა ალპურ ზონაში, სოფლიდან 4 საათის სავალზეა. რელიეფიდან გამომდინარე, ადგილზე მისვლა მხოლოდ ფეხით არის შესაძლებელი.
„ხანძარი საღამოს შევნიშნეთ და სამაშველოს ვაცნობეთ. მობილიზებულები ვართ. სოფლიდან 20-მდე მოხალისე სამაშველო სამსახურს შევუერთდებით. დილის 7 საათზე გავალთ“, – განაცხადა მაისურაძემ.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.