თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მებაჟეებმა საქართველოს ორი მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად საერთო ჯამში 1 კგ-მდე არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
ოქროს საიუველირო ნივთების საერთო საბაჟო ღირებულებამ 76.430,25 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.