თბილისში ორი წლის გოგონა პიტბულმა დაგლიჯა: როგორია ბავშვის მდგომარეობა

დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. ორი წლის გოგონა, რომელიც პიტბულმა დაგლიჯა, ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკიდან გაეწერა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
შემთხვევა გასული წლის 21 ნოემბერს პეტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ძაღლი, რომელიც მოულოდნელად გახდა აგრესიული და მცირეწლოვანს თავს დაესხა, ბავშვის ოჯახს ეკუთვნის. მცირეწლოვანი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმების თქმით, ბავშვი სახლში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მომავალში გეგმური სამედიცინო ჩარევები, სავარაუდოდ, ისევ დასჭირდება.