თბილისი, 24 იანვარი – Sputnik. საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გრიპის გამო სერია А-ს მე-19 ტური გამოტოვა, გამოჯანმრთელდა და მზადაა თავის გუნდს 29 იანვარს „რომას“ წინააღმდეგ შეხვედრაში დაეხმაროს, წერს გამოცემა La Repubblica.
გამოცემის ინფორმაციით, კვარაცხელია გუნდს 24 იანვარს ვარჯიშზე შეუერთდება. „ნაპოლის“ მწვერთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდი 21 იანვარს „სალერნიტანასთან“ გამარჯვების შემდეგ ორი დღით ვარჯიშისგან დაასვენა.
მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 20 მატჩი ჩაატარა (ჩემპიონთა ლიგა და იტალიის ჩემპიონატი), გაიტანა 10 გოლი და გააკეთა 12 საგოლე გადაცემა.
მატჩი „რომას“ წინააღმდეგ სერია А-ს მე-20 ტურის ფარგლებში თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.