გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

გვირაბის ჩაკეტვის მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. გორის საავტომობილო გვირაბი 25 იანვრის ღამის 23:00 საათიდან ავტოტრანსპორტისთვის რამდენიმე საათით გადაიკეტება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 25 იანვრის 23:00 საათიდან 26 იანვრის 06:00 საათამდე გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, -აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.