გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი ზაზა ალექსიძე

ზაზა ალექსიძე 2002 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.
Sputnik
თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი, ფილოლოგი, არმენოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე ზაზა ალექსიძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეცნიერის ოჯახს, კოლეგებსა და ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
„ქართული სამეცნიერო საზოგადოებისათვის ამ მასშტაბის მეცნიერის დაკარგვა დიდი დანაკლისია“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.
ზაზა ალექსიძე იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ხელმძღვანელობდა არმენოლოგიის კათედრას. 1989-2006 წლებში იყო კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორი. თბილისის სასულიერო აკადემიის პროფესორი. 2002-2004 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენისა და ლიტერატურის განყოფილების აკადემიკოს-მდივნის მოვალეობის შემსრულებელი, პრეზიდიუმის წევრი.
2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.