ელ მირადორი - მაიას ტომის იდუმალი ქალაქი

ჯუნგლებში ჩაკარგული ელ მირადორი კოლუმბამდელი მაიას ცივილიზაციის ნაქალაქარია გვატემალის ჩრდილოეთში.
Sputnik
ელ მირადორი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი ნაქალაქარია მაიას ცივილიზაციის პერიოდიდან.
ეს უძველესი ქალაქი 1930-იან წლებში თვითმფრინავიდან აღმოაჩინეს მექსიკისა და გვატემალის საზღვარზე. ჯუნგლების თავზე ფრენისას პილოტებმა უკიდეგანო ტყეებში შენიშნეს ბორცვები, რომლებიც მაიას კულტურის მთავარი საგანძური აღმოჩნდა.
1 / 10

ელ მირადორი მაიას ცივილიზაციის დროინდელი ქალაქის ნანგრევებია

2 / 10

მიიჩნევა, რომ პირველად აქ ჩვენს ერამდე 600 წელს დასახლდნენ

3 / 10

ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 300 წელს ჩამოყალიბდა ძირითადი არქიტექტურული ანსამბლი, რომლის ცენტრიც იყო აკროპოლისი

4 / 10

ელ მირადორი ყველაზე დიდი ქალაქი იყო პეტენში, რომელიც მეორე საუკუნემდე ვითარდებოდა

5 / 10

გათხრების ადგილი ელ მირადორში, გვატემალა

6 / 10

ელ მირადორი 1926 წელს აღმოაჩინეს, თუმცა იქ მიღწევა განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა

7 / 10

ქალაქი ჩამალულია ჯუნგლებში, თანამედროვე ინფრასტრუქტურა ათობით კილომეტრის მანძილზე არსად არის

8 / 10

ზუსტად ამიტომ გათხრები მხოლო 1978 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება

9 / 10

დღეისათვის ნაპოვნია 35 ე.წ. ტრიადა - პლატფორმა სამი პირამიდით

10 / 10

მათ ნათალი ქვებისგან აგებდნენ და თაბაშირის ბარელიეფით აფორმებდნენ