კალიფორნიაში ჩინური ახალი წლის აღნიშვნისას მომხდარი სროლის შედეგები - ფოტო

კალიფორნიაში სროლის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა.
Sputnik
სროლა „მონტერეი პარკში“ მდებარე ცეკვის სტუდიაში მოხდა, სადაც ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ.
სამართალდამცველები აცხადებენ, რომ დანაშაულის მოტივი ჯერ დადგენილი არ არის. ლოს-ანჯელესის შერიფის სამმართველოს მონაცემებით, დამნაშავე ჯერ კიდევ თავისუფალია. მას პოლიცია ეძებს.
1 / 8

გასულ შაბათს „მონტერეი პარკის“ ცეკვის დარბაზში სროლა დაიწყო

2 / 8

ინციდენტს ათი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

3 / 8

დაიჭრა 10-ზე მეტი ადამიანი

4 / 8

ადამიანებს ყვავილები მიაქვთ სროლის ადგილზე

5 / 8

სტუდიაში მყოფ ხალხს უცნობმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა

6 / 8

შემდეგ კი მიიმალა

7 / 8

თვითმხილველების თქმით, მსროლელი იყო აზიური წარმომავლობის მამაკაცი 30-დან 50 წლამდე

8 / 8

თეთრის სახლი იუწყება, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია მომხდარის შესახებ და მან ძიების ფედერალურ ბიუროს გამოძიებაში ადგილობრივი პოლიციის დახმარება დაავალა