თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. ექსპერტებმა, პოლიტოლოგებმა და ჟურნალისტებმა დსთ-ის ქვეყნებიდან და საქართველოდან იმსჯელეს იმ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე, რომლებსაც მათი ქვეყნები უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო შეეჯახნენ.
შეხვედრის „კრიზისი უკრაინაში: შედეგები საქართველოს, რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის სხვა ქვეყნებისთვის“ ორგანიზატორი იყო პარტია „საქართველოს კონსერვატიული მოძრაობა“.
დისკუსიის მსვლელობისას, რომელშიც ექსპერტების ნაწილი ონლაინ მონაწილეობდა, განიხილეს როგორც საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დადებითი შედეგები, ასევე უკრაინის კონფლიქტის ესკალაციასთან დაკავშირებული საფრთხეები და გამოწვევები.
„კრიზისი, რომელიც ამ ეტაპზე უკვე ერთმნიშვნელოვნად ეხება საქართველოს, და გარე ძალების მცდელობები, ჩაითრიონ საქართველო შეიარაღებულ კონფლიქტში – ეს ის პრობლემებია, რომლებიც ჩვენი მხრიდან მრგვალი მაგიდის მსვლელობისას განვიხილეთ. ჩვენ ასევე მოვისმინეთ, რა პრობლემებს წააწყდნენ სხვა ქვეყნები უკრაინის კრიზისის გამო“, – განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ ინტერვიუში პარტია „საქართველოს კონსერვატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ გიორგი ქარდავამ.
მრგვალი მაგიდა: „კრიზისი უკრაინაში: შედეგები საქართველოს, რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის სხვა ქვეყნებისთვის“
© photo: Sputnik / Stringer
უზბეკეთის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ, მიუხედავად იმისა, ქვეყანას მხოლოდ ეკონომიკურ კრახს უწინასწარმეტყველებდნენ, მან მხოლოდ გააძლიერა ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან, რუსეთთან და ყაზახეთთან, რამაც ქვეყანა დამაჯერებელ ეკონომიკურ ზრდასთან მიიყვანა.
ჟურნალისტმა დანარა კურმანოვამ ყურადღება გაამახვილა ფეიკების პრობლემაზე ყაზახეთის მედიასივრცეში, რაც უკრაინაში კონფლიქტს უკავშირდება და თავისი გამოსვლა მაგალითებით გაამყარა.
„თუ ყაზახეთზე ვისაუბრებთ, აქ ბევრი „ნაგავია“ სამხედრო თემატიკაზე, რომლებიც, მაგალითად, იარაღის მიწოდებას უკავშირდება. ესაა ინფორმაციის დამახინჯება, რომლებიც გამოიყენება რეალური მოვლენების ზედმეტად სუბიექტური შეფასებებით წარმოდგენისთვის“, – განაცხადა კურმანოვამ.
მაგალითად ჟურნალისტმა მოიყვანა სიახლე, რომელიც ყაზახურ მედიაში გავრცელდა იმის თაობაზე, რომ ქვეყანას სპეციალიზებული ტექნიკა გადაჰყავს. ინტერნეტ–მომხმარებლის ნაწილი ამტკიცებდა, რომ იარაღი გადაჰქონდა რუსულ მხარეს, ნაწილი კი – უკრაინის.
მრგვალი მაგიდა: „კრიზისი უკრაინაში: შედეგები საქართველოს, რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის სხვა ქვეყნებისთვის“
© photo: Sputnik / Stringer
„სინამდვილეში კი ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთის ერთ-ერთ პატარა ქალაქში სამხედრო-ტექნიკური კოლეჯის სტუდენტებისთვის ორგანიზებული იყო სწავლება და ტექნიკა სწორედ მათთვის გადაზიდეს“, – განმარტა კურმანოვამ.
სხვადასხვა ქვეყნის ერთდროულად რამდენიმე ექსპერტმა, კერძოდ, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან ისაუბრეს „რუსული კულტურის გაუქმების“ პროპაგანდაზე და რუსოფობიაზე, რომელიც ამჟამად ფართოდ ვრცელდება.
დისკუსიაში ჩაერთო რუსეთის სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე, დიპლომატი, პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი, რომელმაც უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის მხარეებზე ისაუბრა.
„უკრაინულ ჯარს პენტაგონი აკონტროლებს, უკრაინის უშიშროების სამსახურს – ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წიაღში შექმნილი შესაბამისი სტრუქტურები აკონტროლებენ“, – განაცხადა მარკოვმა.
ამით მარკოვს სურდა ეთქვა, რომ უკრაინული მხარე „კონფლიქტის სუბიექტს არ წარმოადგენს“.
მრგვალი მაგიდა: „კრიზისი უკრაინაში: შედეგები საქართველოს, რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის სხვა ქვეყნებისთვის“
© photo: Sputnik / Stringer
„ვისთანაა ეს კონფლიქტი? წამყვან როლს ასრულებენ სპეცსამსახურები. ეს არაა უბრალოდ კონფლიქტი ამერიკასთან მთლიანობაში. ამერიკა – ეს რთული მრავალმხრივი წარმონაქმნია. პირველ რიგში, ჩვენ კონფლიქტი გვაქვს სპეცსამსახურებთან, რომლებშიც დაახლოებით 1,5 მილიონი თანამშრომელი მონაწილეობს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა.
მარკოვის თქმით, ეს „ცივი ომის“ გაგრძელებაა, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს წარმოებდა.
„მათი ამოცანაა, მოიშორონ რუსეთი, როგორც სუვერენული ქვეყანა“, – შეაჯამა მარკოვმა.
დისკუსიაში დაახლოებით ათი წამყვანი ექსპერტი მონაწილეობდა ცენტრალური აზიიდან, სამხრეთ კავკასიიდან, ბელარუსიდან და ევროპიდან.
როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, არსებულ პირობებში საექსპერტო მოსაზრებების ურთიერთგაცვლა საუკეთესო ხერხია, რათა ებრძოლო იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომელთა წინაშეც პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანა დადგა.