საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მიწისძვრა მოხდა

მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა არ გამოუწვევია.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი – Sputnik. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, საქართველოს საზღვრიდან 22 კილომეტრში 3,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
ბიძგები ადგილობრივი დროით 05:58 საათზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი 22 კმ სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია დაშავებულების ან ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.