ევროპის ლიგის საუკეთესო დუეტებს შორის კვარაცხელია-ოსიმენის ტანდემი დასახელდა

იტალიურ მედიაში აქტიურად შუქდება მადრიდის „რეალის" მიერ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო შეძენის თემა.
Sputnik
თბილისი, 23 იანვარი — Sputnik. საფეხბურთო პორტალმა WhoScored ევროპის ლიგის ხუთი საუკეთესო დუეტი დაასახელა, რომელთა შორის აღმოჩნდა საქართველოს ნაკრებისა და იტალიის „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია თანაგუნდელ, ნიგერიის ნაკრების თავდამსხმელ ვიქტორ ოსიმენთან ერთად.
სიაში კვარაცხელია-ოსიმენის დუეტი 29 ქულით მესამე ადგილზე აღმოჩნდა. ოსიმენს იტალის ჩემპიონატში 12 გოლი და სამი ასისტი აქვს, კვარაცხელიას კი შვიდი გოლი და შვიდი ასისტი.
პირველ ადგილზეა მესი-ნეიმარის დუეტი (პსჟ, 39 ქულა), შემდეგ ჰოლანი და დე ბრუინი („მანჩესტერ სიტი“, 37 ქულა). ხუთეულს ასრულებს მუსიალა–გნაბრის დუეტი (მიუნხენის „ბავარია”, 26 ქულა).
იტალიურ მედიაში აქტიურად შუქდება მადრიდის „რეალის" მიერ ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო შეძენის თემა.