თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ნიცაში - ანრი დეგლანის გრან-პრიზე - მოიპოვა ექვსი მედალი - ორი ოქრო, ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.
ტურნირი ეძღვნება 1924 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, ნიცას მკვიდრის, ანრი დეგლანის ხსოვნას და სპორტული ჭიდაობის ერთ-ერთი უძველესი შეჯიბრია.
მერაბ სულეიმანიშვილმა (97 კგ) და ნიკა ბერულავამ (125 კგ) ტურნირი დაუმარცხებლად დაასრულეს და ჩემპიონები გახდნენ. ვერცხლის მედალი გიორგი ჭოლაძემ (70 კგ) მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები გიორგი გეგელაშვილი (57 კგ), გიორგი გონიაშვილი (61 კგ) და ევსემ შველიძე (79 კგ) გახდნენ.
22 იანვრიდან შეჯიბრში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ჩაერთვებიან. საქართველოს სახელით აკაკი ოსიაშვილი - 55 კგ, ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ბექა გურული (63 კგ), ლევან ქავჟარაძე (67 კგ), ნიკა მინდორზე (72 კგ), ხვიჩა ანანიძე (77 კგ), ბექა მამუკაშვილი (82 კგ), აივენგო რიკაძე (87 კგ), გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ), სულხან ბუიძე (130 კგ).