რატომ სჯობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების გამართვა საქართველოში

საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგების საქმეში საგანგებო მნიშვნელობისაა, განაცხადა დეპუტატმა
Sputnik
თბილისი, 22 ინვარი — Sputnik. საქართველო საუკეთესო პლატფორმაა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების ჩასატარებლად, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებში „საქართველო არის ნამდვილად ნეიტრალური და მიუკერძოებელი მედიატორი“.
„ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს აზერბაიჯანთანაც, სომხეთთანაც. სომეხი და აზერბაიჯანელი ეროვნების ბევრი ხალხი ცხოვრობს საქართველოში და საუკეთესო პლატფორმაა ამ ორი მხარის საუბარი საქართველოში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დალაგების საქმეში საგანგებო მნიშვნელობისაა, მითუმეტეს თუ ამას საერთაშორისო თანამეგობრობა დაუჭერს მხარს.
ამას წინათ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ ერევანი განიხილავს იდეას, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეთაურები თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ თბილისში სამმხრივ ფორმატში შეხვედრის იდეა მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესთავაზა სომხეთს, თუმცა უარი მიიღო.