ბრძოლა ხე-ტყის უკანონო ჭრასთან: რამდენი დანაშაული გამოვლინდა 2022 წელს საქართველოში

509 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს
Sputnik
თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 12.295 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს, მათგან 509 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.
ყველაზე მეტი (3.881) ფაქტი უკანონო ტყითსარგებლობას ეხება; 1.802 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 1.298 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების წესის დარღვევა, 781 კი, სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტია.
ყველაზე მეტი გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლინდა კახეთში - 2.760. რაც შეეხება დედაქალაქს, გასულ წელს თბილისში 842 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი. მათგან 19 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.