თბილისი, 22 იანვარი – Sputnik. აშშ-ის ქალაქ მონტერეი-პარკში, სადაც ჩინურ ახალ წელს აღნიშნავდნენ, ათი ადამიანი დაიღუპა, იუწყება Associated Press პოლიციაზე დაყრდნობით.
„მასობრივი სროლის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა“, - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტის თანამშრომლის თქმით, მამაკაცმა ქალაქის ერთ-ერთ დაწესებულებაში ცეცხლი გახსნა. აღნიშნულია, რომ მანამდე საახალწლო ფესტივალს „ათასობით“ ადამიანი ესტუმრა.