ხანძარი ბახტრიონზე: მაშველებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან მამაკაცი გამოიყვანეს

მეხანძრეებმა სხვა დაკვამლიანებული ბინებიდან კიდევ 8 ადამიანი გამოიყვანეს, რომელთა შორის პატარა ბავშვებიც იყვნენ.
Sputnik
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ბახტრიონის ქუჩაზე მეხანძრეებმა ცეცხლმოკიდებული ბინიდან მამაკაცი გამოიყვანეს და გადაარჩინეს, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ხანძარი რვასართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში დილით გაჩნდა.
მეხანძრეებმა სხვა დაკვამლიანებული ბინებიდან კიდევ 8 ადამიანი გამოიყვანეს, რომელთა შორის პატარა ბავშვებიც იყვნენ.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.