თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. ქართული ნატურალური ყურძნის ღვინის ექსპორტის ძირითად ბაზარს კვლავ რუსეთი წარმოადგენს, ნათქვამია საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ ჯამში 252,5 მილიონი დოლარის ღირებულების 106,7 ტონა ღვინო გაიტანა, რაც 5,5%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
ღვინოს საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის მეხუთე ხაზი პოზიცია უკავია და ის მთელი ექსპორტის 4,5%-ს შეადგენს.
გასაღების ბაზრები
ქართული ღვინის მთავარ ექსპორტიორად კვლავ რუსეთი რჩება. 2022 წელს ღვინის ექსპორტის მთლიანი მოცულობის 63,7% სწორედ ამ ქვეყანაზე მოდიოდა. ჯამში რუსეთში 160,8 მილიონი დოლარის ღირებულების 73,1 ათასი ტონა ღვინო გაიგზავნა.
მეორე ადგილი პოლონეთმა დაიკავა, სადაც ექსპორტირებულია 14,5 მილიონი დოლარის ღირებულების 6,7 ათასი ტონა ღვინო.
მესამე ადგილს უკრაინა იკავებს, სადაც საქართველომ 13,5 მილიონი დოლარის ღირებულების 6,5 ტონა ღვინო გაგზავნა.
ქართული ღვინის იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულში ასევე შედის ჩინეთი (12,5 მილიონი დოლარი) და ყაზახეთი (10 მილიონი დოლარი).