თელავთან მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტომობილი, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა.
Sputnik
თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
ტელეარხ „მთავარის“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ორი მგზავრი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.