იმერეთში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.
Sputnik
თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარისხევში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული ორ კუბურ მეტრამდე წიფლის სახეობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
უწყების ცნობით, ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა.