თბილისი, 20 ინვარი — Sputnik. ერევანი განიხილავს იდეას, რომ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მეთაურები თბილისში შეხვდნენ ერთმანეთს, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, იტყობინება „Sputnik–სომხეთი“.
„სომხეთი დიდ ინტერესს იჩენს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სამმხრივი დიალოგის განვითარების მიმართ. განვიხილავთ თბილისის პლატფორმას რეგიონული სამმხრივი დისკუსიების სფეროში და არა სომხურ-აზერბაიჯანული შეხვედრების სფეროში. ახლა ცირკულირებს სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტის შეხვედრის იდეა“, — განაცხადა მირზოიანმა.
მისი თქმით, სომხური მხარე მზად არის ასეთი შეხვედრისთვის.
აღსანიშნავია, რომ თბილისში სამმხრივ ფორმატში შეხვედრის იდეა მანამდე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შესთავაზა სომხეთს, თუმცა უარი მიიღო.