მსოფლიო დღეს

მაკრონი: ევროპა რთულ პერიოდს გადის, მათ შორის აშშ-ის გადაწყვეტილებების გამო

Sputnik
თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. აშშ-ის ინფლაციის შემცირების აქტი, რომელიც გულისხმობს ამერიკული ბიზნესისთვის ფართომასშტაბიანი სუბსიდიების გამოყოფას, ევროპას დეინდუსტრიალიზაციით ემუქრება, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბარსელონაში ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
კანონი, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი აგვისტოში მოაწერა, ითვალისწინებს საგადასახადო სუბსიდიების გაფართოებას ელექტრომობილების შეძენაზე, რომლებიც აწყობილია ჩრდილოეთ ამერიკაში და რომლებიც იყენებენ აშშ-ში ადგილობრივი მასალისგან წარმოებულ ბატარეებს.

„ევროპა რთულ პერიოდს გადის ომის და აშშ-ში ჩვენი კოლეგების მიერ მიღებული სავაჭრო გადაწყვეტილებების გამო. თუ ევროპას არ ექნება რეაგირება, აშშ-ის ეკონომიკის „გამწვანება“ ევროპის დეინდუსტრიალიზაციას გამოიწვევს”, – განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

მაკრონმა და სანჩესმა განაცხადეს, რომ ევროპამ ამ საკითხზე „ვოლუნტარისტული“ მიდგომა უნდა გამოიჩინოს.
მაკრონმა აშშ-ის კანონს ადრე „არამეგობრული" და „აგრესიული" უწოდა და აღნიშნა, რომ ევროპამ უნდა დააჩქაროს ბიზნესის მხარდაჭერის საპასუხო ზომებზე მუშაობა, რაც, მაკრონის თქმით, ევროკავშირში 3-4-ჯერ დაბალია, ვიდრე აშშ-ში.