თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. უცნობი პირი გურჯაანში „საქართველოს ბანკის" ფილიალის გაძარცვას შეეცადა.
„პირველი არხის" ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით დაემუქრა ფილიალის მენეჯერ გურამ ცქიტიშვილს და თანხა მოითხოვა.
ბანკის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა თავდამსხმელის დაკავება შეძლეს.
ამ დროისათვის ბანკის თანამშრომელი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.