დამშვიდობება ლეგენდასთან: ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს - ფოტო

თბილისში უკანასკნელ გზაზე გააცილეს ცნობილი არტისტი ვახტანგ კიკაბიძე.
Sputnik
თბილისში ცნობილი ქართველი მომღერლის ბუბა კიკაბიძის დაკრძალვა გაიმართა.
ანდერძის თანახმად, ის ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს, მისი ოჯახის წევრების გვერდით.
ლეგენდარული ქართველი კინომსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი და სიმღერების ავტორი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1 / 10

გამოსამშვიდობებელი ცერემონია ფილარმონიაში გაიმართა

2 / 10

მომღერლის სასახლე სცენის ცენტრში დაიდგა

3 / 10

მისივე ანდერძის თანახმად, არტისტი ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს

4 / 10

მისთვის პატივის მისაგებად ასობით ადამიანი მივიდა

5 / 10

მასთან გამომშვიდობება მართლაც მძიმე იყო

6 / 10

ვახტანგ კიკაბიძე 15 იანვარს გარდაიცვალა

7 / 10

ლეგენდარული არტისტის სიკვდლი მოულოდნელი არ ყოფილა

8 / 10

ბოლო წლებში ის ძლიერ ავადმყოფობდა

9 / 10

მიუხედავად ამისა, მისი გარდაცვალება ყველასთვის რთული აღმოჩნდა

10 / 10

ვახტანგ კიკაბიძემ დასამახსოვრებელი როლები შეასრულა ბევრ ფილმში – „მიმინო“, „არ დაიდარდო“ და ა.შ.