წმინდა ნინოს ტაძარი და მიტოვებული მაგნიტური ობსერვატორია კარსანში - ფოტო

ცოტამ თუ იცის, რომ თბილისიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს ძალიან საინტერესო ობიექტი – ყოფილი მაგნიტური ობსერვატორიის შენობა.
Sputnik
მასთან მისვლა შესაძლებელია საკუთარი ავტომობილითაც. თუ ავტობუსით იმგზავრებთ, კარსანის გადასახვევიდან ფეხით შეგიძლიათ გაისეირნოთ სოფლამდე. აღმართის ავლას დაახლოებით 1 საათი დასჭირდება, თუმცა იქიდან ხედებით დასატკბობად ნამდვილად ღირს გარჯა.
1 / 21

თბილისიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს ყოფილი მაგნიტური ობსერვატორიის შენობა

2 / 21

ამ ადგილიდან დიდებული ხედი იშლება

3 / 21

სოფლისკენ ქვაფენილი გზა მიდის. ამბობენ, რომ გზას მეორე მსოფლიო ომის დროს დატყვევებული გერმანელები აგებდნენ

4 / 21

ობსერვატორია 1913 წელს აშენდა. მას ხუთი პავილიონი ჰქონდა – ოთხი მიწისქვეშა და ერთი მიწისზედა

5 / 21

ასეთ ობსერვატორიებში შეისწავლიან, თუ როგორ იცვლება დედამიწის მაგნიტური ველი დროთა განმავლობაში

6 / 21

როგორც წესი, ობსერვატორიები ქალაქიდან მოშორებით შენდება, რათა თავიდან იქნას არიდებული შესაძლო შეფერხებები. 1950-იან წლებში მიწისზედა კორპუსი დაიკავა ლავრენტი ბერიამ და საკუთარ რეზიდენციად გადააკეთა

7 / 21

ბერიას შემდეგ შენობა გადაეცა ტუბერკულოზის დისპანსერს, რომელიც 80-იან წლებში დაიხურა, რადგან თბილისთან სიახლოვის გამო მოსახლეობის ინფიცირების საფრთხემ მოიმატა

8 / 21

დისპანსერის დახურვის შემდეგ შენობა მიტოვებულია, თუმცა იქ კიდევ წააწყდებით ნივთებს, რომლებიც იმაზე მეტყველებს, რომ აქ ოდესღაც საავადმყოფო იყო

9 / 21

პირველი სართული საშინელებათა ფილმს მოგაგონებთ

10 / 21

შენობაში ჩამონგრეულია მეორე სართულის იატაკი, ამიტომ ზედა სართულზე ასვლა საკმაო საფრთხის შემცველია

11 / 21

ზოგ კედელზე გაკრულია უცნაური პლაკატები, რაც ამ ადგილზე მისტიკის მოყვარულების სტუმრობაზე მეტყველებს

12 / 21

სარდაფში ჩასვლა არ ღირს - არავინ იცის, რამდენად სანდოა კედლები და შესაძლოა თუ არა შენობის ჩამონგრევა. გარდა ამისა, იქ არ არის სარკმელი, ამიტომ არაფერი ჩანს

13 / 21

ყოფილი გეოფიზიკური ობსერვატორიის მახლობლად მდებარეობს კიდე ერთი მიწისქვეშა პავილიონი

14 / 21

ის შედგება ორი მრგვალი დარბაზისგან, რომლებშიც ადრე საზომი ხელსაწყოები იყო განთავსებული

15 / 21

ახლა პავილიონამდე მისვლა პრობლემურია, რადგან ტერიტორია ეკუთვნის საქართველო საპატრიარქოს. აქ დგას წმინდა სამების ეკლესია, რომელიც ქალთა მონასტერს განეკუთვნება. მონასტრის მსახურებმა შესაძლოა შენიშვნა მოგცენ და ტერიტორიის დატოვება მოგთხოვონ

16 / 21

კარსანში სულ სამი მონასტერია - ერთი დედათა და ორი მამათა. აქ ცოტა სახლიღა შემორჩა, სამაგიეროდ უამრავია მიტოვებული და დანგრეული შენობა

17 / 21

ცივილიზაციამ ამ ადგილსაც არ აუარა გვერდი - ტაძართან მზის ორი ბატარეაა დადგმული

18 / 21

კარსანიდან ტაძრამდე ორი გზა მიდის - საფეხმავლო და საავტომობილო

19 / 21

გზაზე ასეთ მანიშნებელ დაფასაც შეხვდებით

20 / 21

შორს ასევე მოჩანს არმაზის ციხე. სურვილის შემთხვევაში იქ წასვლაც შეიძლება, თუმცა ამისათვის გარკვეული ფიზიკური მომზადებაა საჭირო

21 / 21

ყველაფერ ამაზე ერთი დღე სრულებით საკმარისია. მთიდან ჩამოსვლის შემდეგ შეგიძლიათ გზისპირა სასადილოებს ესტუმროთ - სოფელში არ არის მაღაზიები, ამიტომ მარაგები წასვლის წინ უნდა შეივსოთ