თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. ლეგენდარული ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 19 იანვარს, ანდერძის თანახმად, ვერის სასაფლაოზე, მისი ოჯახის წევრების გვერდით დაკრძალეს.
ვახტანგ კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდი 17 და 18 იანვარს ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ჩატარდა, ხოლო მისი სასახლე თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის, ფილარმონიის შენობიდან გამოასვენეს. ბოლო გზაზე ის აპლოდისმენტებით გააცილეს.
ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვის ცერემონია
© photo: Sputnik / Stringer
ამ დღეებში ლეგენდარულ მომღერალთან გამოსამშვიდობებლად ათასობით ადამიანი მივიდა. სასაფლაომდე მისი სასახლე ხელით ატარეს.
მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე კვირას, 15 იანვარს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.