ვახტანგ კიკაბიძე უკანასკნელ გზაზე გააცილეს - ვიდეო

ქართველები და საქართველოში ჩამოსული სტუმრები მთელი დღის განმავლობაში ემშვიდობებოდნენ ქართველ არტისტ ვახტანგ კიკაბიძეს
Sputnik
ლეგენდარულ არტისტს თბილისის ფილარმონიაში გამოემშვიდობნენ. მის უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად უამრავი ადამიანი მივიდა - მეგობრები, ახლობლები, კოლეგები, თაყვანისმცემლები და პოლიტიკოსები.
მომღერალი, კინომსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და საქართველოს სახალხო არტისტი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 15 იანვარს 84 წლის ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ მას წლების განმავლობაში თირკმელების უკმარისობა ქონდა.
ვახტანგ კიკაბიძე მრავალი პრემიისა და ჯილდოს ლაურეატია. მათ შორის: სსრკ-ის სახელმწიფო პრემია, საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, სსრკ-ის სახელმწიფო უსაფრთოების კომიტეტის პრემია და სხვა უამრავი ორდენი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბუბა კიკაბიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიის სათავეში იყო და ქვეყნის პარლამენტის დეპუტატიც გახდა.