თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. 2022 წელს საქართველოდან აზერბაიჯანში ჩასული ტურისტები ვიზიტორთა საერთო რაოდენობის 5,1%-ს შეადგენდნენ, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“.
სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2022 წელს 178 ქვეყნის მცხოვრებლები აზერბაიჯანს 1.602,3 ათასჯერ ეწვივნენ, რაც ორჯერ მეტია 2021 წელთან შედარებით.
ხუთეულში მოხვდნენ ტურისტები რუსეთიდან – 27,9%, თურქეთიდან – 19,5%, ირანიდან – 10,6%, საუდის არაბეთიდან – 6%, საქართველოდან – 5,1%.