რომელია საუკეთესო ღვეზელი საქართველოში?

საქართველოში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სია განახლდა, რომელშიც ბევრისთვის საყვარელი მცხეთური ღვეზელი შევიდა.
Sputnik
სოციალურ ქსელებში ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. მომხმარებლებმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს სხვადასხვა სახალისო ვერსიები შესთავაზეს.
ბევრმა აღნიშნა, რომ სხვა პურ-ფუნთუშეულს ალბათ გული სწყდება, რომ ეს სტატუსი მხოლოდ მცხეთურ ღვეზელს ერგო.
მცხეთური ღვეზელების გარდა, საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში სხვა „კერძებიც“ მოხვდა. მაგალითად, ჩურჩხელა, დედას პური, აფხაზური და მეგრული აჯიკა და ბევრი სხვა.